![]() |
||||
![]() |
||||
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია - არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირი, დამოუკიდებელი სამეცნიერო საზოგადოებრივი გაერთიანება. იგი აერთიანებს პედაგოგიკის, პედაგოგიური ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე მეცნიერებათა დარგების მეცნიერებს, ცნობილ პრაქტიკოს პედაგოგებს, ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მოღვაწეებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ეროვნული განათლების განვითარებაში. საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია საქართველოს პედაგოგიკის მეცნი-ერებათა საზოგადოებრივი აკადემიის სამართალმემკვიდრეა, რომლის დაფუძნების მიზნით 1993 წელს ჩამოყალიბდა საორგანიზაციო კომიტეტი (ხელმძღვანელი პროფესორი ვლადიმერ გაგუა, წევრები, პროფესორები: აკაკი ბაინდურაშვილი, ნოე გელაშვილი, კარლო მაჭარაშვილი, ლევან ჩიქვანაია, ლეონიდე ჯახაია). მოსამზადებელმა სამუშაოებმა ორი წელი გასტანა. აკადემიის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა განათლების სამინისტრომ (მინისტრი თამაზ კვაჭანტირაძე). 1995 წლის 24 ივნისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის მეცნიერებათა ეროვნული ინსტუტუტის სააქტო დარბაზში შედგა პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი კრება. კრებამ აირჩია აკადემიის შემადგენლობა, დაამტკიცა აკადემიის წესდება, მმართველი ორგა-ნოები, ძირითადი მიმართულებები, განსზღვრა სამომავლო გეგმები და მათი განხორციელების ფორმები. აკადემიის პრეზიდენტად არჩეული იქნა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი ნათელა ვასაძე. პედაგოგიკის დარგის აღიარებულ მეცნიერთა გარდა, აკადემიაში გაერთიანდნენ განათ-ლების მომიჯნავე (ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ფილოლოგია, ისტორია იურისპრუდენცია, ფიზიკური აღზრდა, არტ-პედაგოგიკა) პრობლემებზე მომუშავე წამყვანი მეცნიერები. აკადემიაში თბილისის გარდა წარმოდგენილნი იყვნენ მეცნიერები აფხაზეთიდან, აჭარიდან, ცხინვალიდან, ქუთაისიდან, თელავიდან და გორიდან. განათლების სისტემაში მიმდინარე თვისობრივი და სისტემური რეფორმების გათვალისწი-ნებით 2000 წლის ივნისში პედაგოგიკის მეცნიერებათა საზოგადოებრივი აკადემია გარდაიქმნა განათლების მეცნიერებათა აკადემიად. აკადემია დაარსებიდან დღემდე ხელს უწყობდა საქართველოს პედაგოგიკური პოტენცია-ლის გამოყენებას, განათლების მეცნიერებებში არსებული რესურსების მაქსიმალურ ამოქმედებას, ეროვნული განათლების სრულყოფა–განვითარებას და საგანმანათლებლო სფეროში მიღწეული წარმატებებისა და ინოვაციების რეალიზაციას მომავალი თაობის ზნეობრივი, ინტელექტუალური აღზრდისა და ფიზიკური განვითარებისათვის. ამ მიზნით მიმდინარეობს ინტენსიურ კვლევები პედაგოგიკაში, პედაგოგიურ ფსიქოლოგიასა და განათლების მეცნიერებათა სხვა დარგებში. აკადემია მიზნად ისახავს მოახდინოს მეცნიერთა ძალების კონსოლიდაცია საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების დანერ-გვისათვის, სამეცნიერო-კვლევითი გეგმების შედგენის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს განათლების შინაარსობრივი სრულყოფის საკითხებს, მოწინავე გამოცდილების მეცნიერულ ანალიზს, ამ გამოცდილების ეროვნულ საგანმანათლებლო ტრადიციებთან გონივ-რულ შერწყმას, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში. 2015 წელს აკადემიის პრეზიდენტად არჩეული იქნა პროფესორი დავით გოცირიძე, ხოლო აკადემიის პირველი პრეზიდენტი, აკადემიკოსი ნათელა ვასაძე საპატიო პრეზიდენტად. ამ პერიოდში აკადემიაში ირიცხებოდა 114 წევრი. 2015 წლის ოქტომბერში საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიამ საზეიმოდ აღ-ნიშნა დაარსებიდან 20 წლისთავი. 2016 წლის 30 იანვარს აკადემიის საერთო კრებამ განიხილა ორგანიზაციული საკითხები. დაამტკიცა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წესდება ახალი რედაქციით და აირჩია აკდემიის პრეზიდიუმი. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - აკადემიის პრეზიდიუმის შემადგენლობა
განათლების მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრები
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Copyright © 2018 - All Rights Reserved - www.zurabchinchaladze.ge |