ინფორმაცია

2018 წლის 12 სექტემბერს გაიმართა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

     კრებამ განიხილა და დააკმაყოფილა განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ დავით გოცირიძის განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პრეზიდენტის თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ.

     კრებამ აკადემიის პრეზიდენტად აირჩია პოლიტიკური მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს და რამდენიმე საერთაშორისო დარგობრივი აკადემიის წევრი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ხონელიძე.

      კრებამ მოისმინა საკითხი განათლების აკადემიის იურიდიული მისამართის ცვლილების შესახებ

      აკადემიის იურიდიული მისამართად განისაზღვრა: საქართველო, ქ.თბილისი, 0186, ანა პოლიტკოვსკაიას ქ., N61 (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა)

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომის შესახებ

2018 წლის 25 ივნისს გაიმართა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა, რომელმაც მოისმინა აკადემიის საპატიო პრეზიდენტის, აკადემიკოს ნათელა ვასაძის ინფორმაცია აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს დავით გოცირიძის განცხადების შესახებ, ჯანმრთელების მდგომარეობის გამო მისი აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

პრეზიდიუმმა დაადგინა:

1. დაკმაყოფილდეს დავით გოცირიძის განცხადება მისი საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და პრეზიდიუმის დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებას.
2. 2018 წლის 25 ივნისიდან, აკადემიის საერთო კრების მოწვევამდე, აკადემიის წესდების მე-13 მუხლის შესაბამისად, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალოს, აკადემიის თანაპრეზიდენტს, პროფესორ ავთანდილ ასათიანს.
3. საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება მოწვეული იქნეს 2018 წლის სექტემბრის ბოლოს, კრების ჩატარების ზუსტი თარიღი განსაზღვროს აკადემიის პრეზიდიუმმა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში.

 

 

 

 

 

აკადემიის პრეზიდიუმმა განიხილა აგრეთვე საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პერიოდული სამეცნიერო ჟურნალ ,,მოამბის" გამოცემასთან დაკავშირებული პრობლემები და მიიღიო შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. გაათავისუფლდეს დავით გოცირიძე საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პერიოდული სამეცნიერო ჟურნალ ,,მოამბის" მთავარი რედაქტორის მოვალეობიდან.
2. საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პერიოდული სამეცნიერო ჟურნალ ,,მოამბის" მთავარ რედაქტორად დაინიშნოს საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის თანაპრეზიდენტი, პროფესორი ავთანდილ ასათიანი

 

 

 

შეტყობინება

       აკადემიის წევრებსა და დაინტერესებულ პირებს ვატყობინებთ, რომ ამა წლის 2 ივნისისათვის დაგეგმილი სამეცნიერო კონფერენცია, ობიექტური მიზეზების გამო, გადატანილია სექტემბრის თვეში. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

       2018 წლის 16 მარტს შედგაგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილისალექსანდრე თევზაძის შეხვედრა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობასთან.
       შეხვედრაზე მოისმინეს აკადემიის საპატიო პრეზიდენტის, აკადემიკოს ნათელა ვასაძის ინფორმაცია აკადემიის მიერ,  წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიისადმი, კერძოდ, მეცნიერებისადმი სამინისტროსა და მთლიანად განათლების ორგანოების მიუღებელ, გაუმართლებელ დამოკიდებულებას, რომელიც ხშირად მის სრულ იგნორირებაში გადადიოდა. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ აკადემიის ხელმძღვანელობამ არაერთხელ წარადგინა რიგი დოკუმენტებისა, რომლებშიც აისახა აკადემიის წევრთა პრინციპული მოსაზრებები განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. წინადადებები ეხებოდა სკოლამდელი, სასკოლო, უმაღლესი და პროფესიული განათლების მწვავე პრობლემებს, რაზედაც აკადემიას არავითარი პასუხი არ მიუღია.
       შეხვედრაზე აკადემიის წარმომადგენლები იმ განწყობითა და გადაწყვეტილებით მივიდნენ, რომ სამინისტროს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ პრინციპული შეფასება მისცეს მეცნიერთა საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობას და დასვა საკითხი განათლების მეცნიერებათა აკადემიის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის შესახებ. გამოითქვა აზრი - იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს ასეთ საზოგადოებრივ გაერთიანებებთან თანამშრომლობას, მათი წევრების ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებას და განათლების მეცნიერულ მართვაში აქტიურ ჩართვას, აღდგეს თანამშრომლობის ის ფორმა, რასაც აკადემია თავისი ფუნქციონირების დასაწყისში მიზანმიმართულად იყენებდა - „დიალოგი მინისტრთან.“
       გამოითქვა აზრი სამინისტროს და აკადემიას შორის სამომავლო საქმიანობის განმსაზღვრელი მემორანდუმების მიღების შესახებაც.
       შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეციერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი მაია შუხოშვილი და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სტუდენტთა  სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი, ბატონი ვალერიან გობრონიძე;საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი დავით გოცირიძე, თანაპრეზიდენტი, პროფესორი ავთანდილ ასათიანი, აკადემიკოს - მდივანი პროფესორი ლუბა ბიბილეიშვილი.
       შეხვედრა შეაჯამა ბატონმა ალექსანდრე თევზაძემ.
       გაუწყეთ რა აღნიშნული შეხვედრის შესახებ, გაცნობებთ, რომ აკადემიის ხელმძღვანელობა ელოდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხს.

საქართველო განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის განცხადება
       თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო განათლების მეცნიერებათა აკადემია 2018 წლის 2 ივნისს ატარებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავისადმი  მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე „საგანმათლებლო გამოწვევები თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში".
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები გამოქვეყნდება აკადემიის პერიოდულ სამეცნიერო ჟურნალში.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი თემატიკის მიხედვით:
● ინოვაციები და  პედაგოგიკა
● თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და საგანთა სწავლების მეთოდიკა
●  განათლებისა და განვითარების  ფსიქოლოგია
● განათლების ფილოსოფია
● სკოლამდელი აღზრდა
● ინკლუზიური განათლება
● პროფესიული განათლება
● უმაღლესი განათლება
● თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები განათლებაში
● განათლების მენეჯმენტი
● ფიზიკური აღზრდა და სპორტი
● მასწავლებელთა განათლება
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი:  მოხსენება 10  წუთი, დისკუსია 5 წუთი.
კონფერენციის მუშაობაში  შესაძლებელია  დისტანციური  მონაწილეობა

ი     თ
გთხოვთ, საკონფერენციო მოხსენება მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული (დანართი№1) და მონაწილის განაცხადი  (დანართი№2) გადმოაგზავნოთ  2018  წლის  5 მაისამდე  ელექტრონული ფოსტით შემდეგ  მისამართზე:

ganatlebisakademia@gmail.com
- 10 მაისამდე საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მოხსენებებს და ელექტრონული ფოსტით  მიიღებთ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;
- 12 მაისამდე იხდით სარეგისტრაციო გადასახადს თანდართულ საბანკო ანგარიშზე (დანართი№3). კონფერენციის თითოეულმა მონაწილემ,  უნდა გადაიხადოს საორგანიზაციო თანხა  50 ლარი  (მონაწილემ უცხოეთიდან 100 $). 
- მგზავრობა და სასტუმრო ხარჯები – კონფერენციის მონაწილეთა ხარჯით;
- კონფერენციის ჩატარების ადგილი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი.

კონფერენციის პროგრამა დარიგდება კონფერენციის მსვლელობის დროს, ხოლო მოხსენებების კრებული მოგვიანებით მიეწოდება მომხსენებლებს.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

პატივისცემით,
კონფერენციის საორგანიზაციო  კომიტეტი                                                                                                      

     დანართი  №1

მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის

1.მოხსენების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 7 გვერდს, გამოყენებული ლიტერატურისა (არაუმეტეს 6-8 დასახელებისა) და რეზიუმეების ჩათვლით.
2. გვერდის ფორმატი: – А4, ტექსტურ რედაქტორ Word-ში.
3. ფურცლის პარამეტრები (მინდორი): ზედა - 1,5სმ, ქვედა - 1,5სმ, მარცხენა - 2სმ, მარჯვენა - 2სმ.
4. ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა.შ. - ფორმატში TIFF 300dpi; 600dpi.
5. ფორმულები უნდა აიკრიბოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation 2.0 (2.1).
6. ფონტი ქართული ტექსტი – Sylfaen , ზომა 12.

                  Русский текст – Times New Roman, ზომა 14.
                  Латинский текст –Times New Roman, ზომა 12.

7. სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1.15
სტატიის გაფორმების წესი
8. ზედა მარჯვენა კუთხეში პირველ ხაზზე ავტორის გვარი, სახელი. მეორე ხაზზე ორგანიზაციის დასახელება, ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური
(Bold) ზომა 14.

 9.  ერთი ინტერვალის შემდეგ ნაშრომის ტექსტი.
10. ბრჭყალები ქართულ და ლათინურ ტექსტში გამოიყენეთ ნიმუშით („ “), რუსულ ტექსტში («»).
11. ტექსტში გამოიყენეთ ტირე (–), ხოლო სიტყვათა შიგნით დეფისი (-).
12. გამოყენებული ლიტერატურა: ზომა 10. სტატიის ბოლოს ალფავიტზე განალაგეთ გამოყენებული  ლიტერატურა შემდეგი სახით:
    · წიგნის ციტირების დროს: გვარი სახელი. (გამოცემის დრო): დასახელება გამომცემლობა. გამოცემის ადგილი;
    · სტატიის ციტირების დროს: გვარი, სახელი (გამოცემის წელი): სტატიის დასახელება//ჟურნალის ან წიგნის დასახელება. ჟურნალის ნომერი, სტატიის  პირველი და ბოლო გვერდი;
ქართულ ან რუსულ ენაზე შესრულებულ სტატიას დაურთეთ რეზიუმე (არაუმეტეს 100 სიმბოლო) ინგლისურ ენაზე,  ავტორის სახელის, გვარის, ორგანიზაციის,  ნაშრომის სათაურის მითითებით იგივე წესით, როგორც დადგენილია სტატიისათვის, საზღვარგარეთიდან  შემოსული ინგლისური სტატიის ქართული რეზიუმეს მოამზადებს სარედაქციო კოლეგია.
დაასახელეთ სტატიის 5 (ხუთი) საკვანძო სიტყვა ქართულ და ინგლისურ ენებზე და  დაურთეთ სტატიას რეზიუმეს შემდეგ;
.  ნაშრომს ცალკე ფურცელზე უნდა დაერთოს კონფერენციის მონაწილის განაცხადი.
              ნაშრომი გამოქვეყნდება  ავტორისეული რედაქციით.

                                                                                                                  

     დანართი  №2
     განაცხადი
              II  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „საგანმათლებლო გამოწვევები თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში"
თბილისი,  2 ივნისი, 2018 წელი

სახელი,  გვარი,  მამის  სახელი

 

ქვეყანა, ქალაქი

 

უმაღლესი სასწავლებლის/დაწესებულების დასახელება

 

სამუშაო ადგილი, თანამდებობა

 

სამეცნიერო ხარისხი, წოდება

 

მისამართი(ინდექსი)

 

ტელეფონი, მობილური, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი

 

მონაწილეობა (დასწრებული, დისტანციური)

 

მოხსენების სათაური

 

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულება (თემატიკა)

 

საჭიროებთ თუ არა ტექნიკურ საშუალებებს

 

     დანართი  №3
საბანკო რეკვიზიტები

მონაწილეებისათვის საქართველოდან
„საქართველოს ბანკი" კლიენტის ანგარიშზე თანხის ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ჩარიცხვისთვის აუცილებელი საბანკო რეკვიზიტები
მიმღების ბანკი: „საქართველოს ბანკი": საბანკო  კოდი 050000349

მიმღების დასახელება:  დავითი გოცირიძე
ანგარიშსწორების ანგარიში: GE51BG0000000496568500GEL 
დანიშნულება:  საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენცია: „საგანმათლებლო გამოწვევები თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში"

 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის  საკონტაქტო  რეკვიზიტები

მისამართი: თბილისის ივანე ჯავახიშვილი  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია
საქართველო, 0179, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.  №13, ოთახი №231, სლავისტიკის ინსტიტუტი.
საკონტაქტო პირები:
1.  დავით გიცირიძე-  აკადემიის პრეზიდენტი
მობილური: +995 593 62-19-55;     ელ-ფოსტა: davidgotsiridze@yahoo.com
2. ავთანდილ ასათიანი - აკადემიის თანაპრეზიდენტი

მობილური +995 595 44-91-21 ელ-ფოსტა
:avtandil110@gmail.com
3. ლუბა ბიბილეიშვილი - აკადემიკოს-მდივანი
მობილური +995 593 62-88-42 ელ-ფოსტა:luba.bibileishvili@gmail.com

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია
ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე:
„უმაღლესი სკოლის პედაგოგიკის თანამედროვე
პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“,
მიძღვნილს აკადემიკოს ნათელა ვასაძის
დაბადებიდან 90 წლისთავისადმი.
კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში 2020 წლის 26 დეკემბერს, შაბათს, 12 საათზე.
აკადემიის წევრებსდა მომხსენებლებს ლინკი გაეგზავნება 25 დეკემბერს.

 
Copyright © 2018 - All Rights Reserved - www.zurabchinchaladze.ge